შესაძლოა, კობახიძის თვალში ოდიოზური ვარ, მაგრამ ძალიან გამიხარდა გვარამიას განთავისუფლება - ლექსმანი
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი Twitter-ზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ ძალია გაუხარდა ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლება.
შესაძლოა ბატონ კობახიძის თვალში ოდიოზური ვარ, მაგრამ ძალიან გამიხარდა ნიკა გვარამიას განთავისუფლება პატიმრობიდან, რომელიც პატიმრობაში იყო პოლიტიზირებული ბრალდებებით, ახლა კი მზად არის დაიცვას თავისუფალი მედია საქართველოში", - წერს ლექსმანი.