ბრალდებები, რაც წაყენებული ჰქონდა ნიკა გვარამიას, იყო პოლიტიკური - ფოტიგა
ბრალდებები, რაც წაყენებული ჰქონდა ნიკა გვარამიას, იყო პოლიტიკური - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში ბრიფინგის დროს განაცხადა.
ფოტიგამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ადგილზე და თქვა, რომ ევროპაა არის საქართველოსთვის ის ადგილი, სადაც ის უნდა იყოს.
ძალიან გვიხარია, რომ ნიკას შეგვიძლია მივესალმოთ ევროპალრამენტში. ის ბრალდებები რაც წაყენებული ჰქონდა იყო პოლიტიკური ხასიათის, ჩვენ ვიცით რომ ბევრ დოკუმეტში, რომელიც მიიღო ევროპულმა პარლამენტმა, ნახსენები იყო მისი საქმე და რომელსაც მხარი დაუჭირა ევროპული პარლაემენტნისს უმრავლესობამ. მაგრამ ჩვენ ვიცით და ვფიქრობთ, რომ ის გააგრძელებს თავის საქმიანობას, კარგია რომ ის დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვფიქრობთ რომ ევროპაა არის საქართველოსთვის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს ხალხის ნება გადამწყვეტი იქნება ამ საკითხის გადაწყვეტაში. ამაზე ვოცნებობთ და ამის იმედი გვაქვს. მიხეილ სააკააშვილის მდგომარეობაც გვადარდებს. ვიცით, რომ პოლონელმა ექიმებმა მოინახულეს და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მიზეზი იმსითვის რომ გადაიყვანონ სამკურნალოდ სათანადო ადგილას". - ამბობს ფოტიგა.
გვარამია 2 დღეა სტრასბურგში შეხვედრებს გავლენიან პოლიტიკოსებთან მართავს, რომელიც დღეს ერთობლივი ბრიფინგით დასრულდა.