საქართველოს მთავრობა ახდენს ქვეყნის პოლარიზაციას, ეს არ არის ნორმალური - ლექსმანი

საქართველოს მთავრობა ახდენს ქვეყნის პოლარიზაციას, ეს არ არის ნორმალური - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში ბრიფინგის დროს განაცხადა.
ლექსმანმა პირდაპირ და ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში სიტუაცია უნდა შეიცვალოს.
გვინდა საქართველოს დავეხმაროთ გახდნენ ევროკავშირის წევრი, მეორეს მხრივ დღეს საქართველოში არის ღრმა პოლარიზაცია. სწორედ ამიტომ საქართველოში სიტუაცია უნდა შეიცვალოს, ვიცით რომ ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად და ვიცით, რომ მთავრობა ახდენს ქვეყნის პოლარიზაციას, ეს არ არის ნორმალური. ჩვენ ევროკავშირში არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას რომ ქვეყანამ შეასრულოს თავისი ვალდებულებები იმიტომ რომ ქართველი ხალხი მომავალს უკავშუირებს ევროკავშირს". - განაცხადა ლექსმანმა
გვარამია 2 დღეა სტრასბურგში შეხვედრებს გავლენიან პოლიტიკოსებთან მართავს, რომელიც დღეს ერთობლივი ბრიფინგით დასრულდა.