საქართველოში, მოლდოვაში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა გაიგონონ - ბაიდენი

საქართველოში, მოლდოვაში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა გაიგონონ - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა NATO-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბაიდენი მოუწოდებს ხალხს, რომ ბრძოლა გააგრძელონ.
ბევრმა თქვენგანმა იცის, თუ რამდენად ძვირფასია საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება, ძვირფასია ხალხისთვის ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში.
ბელარუსია, მოლდოვა, საქართველო და მსოფლიოს ყველა ის ადგილი, სადაც ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა გაიგონონ. ასე რომ, ჩემი გზავნილი თქვენთვის დღეს ესაა - ასე გააგრძელეთ."- აცხადებს ბაიდენი.