გენერალი სუროვიკინი და მასთან ერთად 30 მაღალი რანგის რუსი ოფიცერი დაპატიმრებულია - Wall Street Journal

გენერალი სუროვიკინი და მასთან ერთად, 30 მაღალი რანგის რუსი ოფიცერი დაპატიმრებულია. ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal ავრცელებს.
გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, ისინი პროგოჟინის ამბოხის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს და დაკითხეს. ცნობილია, რომ 15 სამხედრო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სუროვიკინმა პრიგოჟინის ამბოხის შესახებ იცოდა, თუმცა, თავად ამბოხში არ მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. მისი სამხედრო კოლონა თითქმის მოსკოვთან იყო, როცა შემდეგ უკან დაიხია.