"ვაგნერი არ არსებობს" - პუტინი

14.07.23 10:30
"ვაგნერი არ არსებობს" - პუტინი

რა განიხილეს კრემლის ღონისძიებაზე, რომელსაც ვაგნერელები და თვით პრიგოჟინიც ესწრებოდა - პუტინი ალაპარაკდა.

პუტინმა თქვა, რომ შეხვედრაზე, ერთი მხრივ, შეაფასა, რაც "ვაგნერმა" გააკეთა ბრძოლის ველზე უკრაინაში, მეორე მხრივ, რაც გააკეთა "24 ივნისის მოვლენების დროს".

რუსულმა "კომერსანტმა" პუტინს ჰკითხა, დარჩებოდა თუ არა "ვაგნერი" საბრძოლო შენაერთად.

"ვაგნერი არ არსებობს! ჩვენ არ გვაქვს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ! ის უბრალოდ არ არსებობს! ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს", - თქვა პუტინმა.

ინტერვიუში პუტინმა გაიმეორა, რომ ჯგუფი არსებობს, მაგრამ იურიდიულად არა.