პენტაგონი ადასტურებს, რომ უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალები გადასცა

პენტაგონი ადასტურებს, რომ უკრაინამ უკვე მიიღო დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა, რომლის გადაცემის შესახებაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.
იმავე შინაარსის განცხადება 13 ივლისს უკრაინელმა გენერალმაც გააკეთა და CNN-ს უთხრა, რომ აღნიშნული იარაღი, ჯერ არ გამოუყენებიათ.
მისივე თქმით, უკრაინას მკაცრად აქვს შეზღუდული ის ტერიტორიები, სადაც ამ იარაღს გამოიყენებენ. როგორც გენერალი განმარტავს, კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება არ მოხდება არცერთ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, მათ შორის არც რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებზე.
კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. ამერიკა, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციის ხელმომწერები არ არიან.