ბაიდენმა პენტაგონს ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტის გაგზავნის უფლება მისცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, პენტაგონი ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტს გაგზავნის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
განკარგულების თანახმად, რეზერვისტები ოპერაცია Atlantic Resolve-ში ჩაერთვებიან, რომელიც ნატო-სა და მის აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს.
ამჟამად, აშშ-ს ევროპაში 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, ეს რიცხვი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ გაიზარდა. ბრძანება Atlantic Resolve-ს განსაზღვრავს, როგორც საგანგებო ოპერაციას, რომელიც რეზერვისტებს იგივე პრივილეგიას ანიჭებს, რასაც მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს.
CNN წერს რომ, ეს ნაბიჯი თავდაცვის დეპარტამენტს აძლევს კიდევ ერთ შესაძლებლობას, გაგზავნოს მეტი შესაძლებლობები აშშ-ს ევროპული სარდლობის დასახმარებლად.