ფრთხილად ვიქნებოდი მის ადგილას - ბაიდენი პრიგოჟინს აფრთხილებს
ჯო ბაიდენი ევგენი პრიგოჟინს აფრთხილებს - ამერიკის პრეზიდენტი ვაგნერის დანაყოფის ლიდერს ურჩევს ჯერ კარგად დაფიქრდეს ვიდრე სადილს მიირთმევს. ამ სიტყვებით ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბაიდენმა ფაქტობრივად მიანიშნა, რომ შესაძლოა წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, პუტინმა პრიგოჟინზე შური იძიოს.
"ღმერთმა უწყის რისი გაკეთება შეუძლია, ისიც კი არ ვიცით, თუ სად იმყოფება და რა სიტუაციაში. მის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან, თუ რას ვჭამ. დეტალურად შევისწავლიდი თუ რას მთავაზობენ სადილად".- განაცხადა ბაიდენმა.