როგორ დაიცავს თავს Nato რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან - ალიანსის გეგმა
როგორ დაიცავს თავს Nato რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან - ალიანსის საიდუმლო თავდაცვითი გეგმა 4400 გვერდს მოიცავს. დოკუმენტში დეტალურად არის გასაზღვრული, რა უნდა მოიმოქმედონ ალიანსის ქვეყნებმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ.
გამოცემა Bild-ის ცნობით, ნატოს ჯარების მთავარსარდალს საფრთხის შემთხვევაში ექნება უფლება, გადაწყვეტილება წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღოს.
გერმანიამ ლოგისტიკური ცენტრის როლი უნდა იკისროს. სამომავლოდ, 300 000 სამხედრო განსაკუთრებულ მზადყოფნაში იქნება, მათ შორის 35 ათასი ბუნდესვერის ჯარისკაცი. სამხედროების უმეტესობა აღმოსავლეთ ფლანგზე განთავსდება. გერმანია იქნება პასუხისმგებელი ლიტვაზე, კანადა ლატვიაზე, დიდი ბრიტანეთი ესტონეთზე, ხოლო აშშ - პოლონეთზე.
ცნობილია ასევე, რომ ალიანსის ყველა წევრმა თავდაცვაში მთლიანი სამამულო პროდუქტის 2% უნდა ჩადოს. ნატო მძიმე შეიარაღების დანაყოფებს გააფართოებს, რომლებიც მძიმე ბრძოლებს გაუძლებენ. ალიანსი ასევე გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას, მოიმარაგებს არტილერიას და რაკეტებს.