EU უკრაინას ხელახალი აღმშენებლობისთვის დამატებით 400 მილიონ ევროს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას ხელახალი აღმშენებლობისთვის დამატებით 400 მილიონ ევროს გადასცემს. ბლოკის 27 წევრიდან 16-მა განაცხადა, რომ წვლილს შეიტანენ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) უკრაინისთვის შექმნილ ფონდში. ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რომ ფონდში 100-100 მილიონი ევროს შეტანის პირობა საფრანგეთმა და იტალიამ უკვე დადეს.
"როგორც ევროკავშირი, ჩვენ უკრაინის გამძლეობას ვაფინანსებთ. ჩვენ ფინანსებს გამოვყოფთ საზოგადოების და ეკონომიკის მდგრადობის შენებისთვის" - განაცხადა EIB-ის ვიცეპრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ.