ამერიკის კინომსახიობთა გილდიის 160 000-მდე, მათ შორის, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები გაიფიცნენ

14.07.23 16:46
ამერიკის კინომსახიობთა გილდიის 160 000-მდე, მათ შორის, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები გაიფიცნენ

ამერიკის კინომსახიობთა გილდიის 160,000-მდე, მათ შორის ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები უკეთესი სამუშო პირობებისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენისგან დაცვის მოთხოვნით გაიფიცნენ. 

ამერიკული კინომსახიობთა გილდია მოითხოვს უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელებისგან, როგორებიცაა Netflix, Disney, Paramount გაიზარდოს ჰონორარი და შეიქმნას უკეთესი სამუშო პირობები მსახიობებისათვის. 

ამასთან,  გილდიას სურს დაიცვას მსახიობები ხელოვნური ინტელექტის გავლენისგან და ეძებს გარანტიებს, რომ კომპიუტერით გენერირებული სახეები და ხმები არ იქნება გამოყენებული მსახიობების ჩანაცვლებისთვის.

სანამ გაფიცვა გრძელდება, მსახიობებს არ შეუძლიათ გამოჩნდნენ ფილმებში ან პოპულარიზაცია გაუწიონ აწ უკვე გამოსულ ფილმებს, ამასთანავე მსახიობები ვერ შეძლებენ ხელახლა გადაიღონ სცენები  და მიიღონ მონაწილეობა ფილმის გადაღების სხვა პროცესებში. გადაიდება ისეთი სერიალებისა თუ ფილმების გადაღებები, როგორებიცაა „დრაკონის სახლი“, „ანდორი და გლადიატორი 2“, ამასთან გადაიდება ბევრი დაჯილდოება და შოუც. 

მსახიობების საპროტესტო აქცია 14 ივლისს  დილით Netflix-ის  კალიფორნიის ფილიალიდან დაიწყება და მსვლელობა Paramount, Warner Bros და Disney-სკენ გადაინაცვლებს . 

 მსახიობებმა კილიან მერფიმ და ემილი ბლანტმა დატოვეს კინორეჟისორის  კრისტოფერ ნოლანის ფილმის „ოპენჰეიმერის“ პრემიერა ლონდონში 13 ივლისს ღამით, როდესაც გაფიცვის შესახებ გამოცხადდა. 

 

მსგავსი სიახლეები