კიევ-პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარი დააპატიმრეს
კიევ-პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარი დააპატიმრეს.. პავლო ლებედს, რომელსაც ასევე პაშა მერსედესის სახელით იცნობენ - კიევის პროკურატურა რელიგიური მტრობის გაღვივებასა და აგრესორი ქვეყნის პროპაგანდის მხარდაჭერას ედავება. კიევის სასამართლომ მღვდელს თავდაპირებლად შინაპატიმრობა შეუფარდა თუმცა - მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება დაპატიმრებით შეიცვალა. სასამართლომ ლებედს თავისუფლების სანაცვლოდ 33 მილიონ 300 ათასი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, თუმცა სასულიერო პირი რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ამბობს რომ ფული არ აქვს, სასამართლოს კი ზეწოლით გამოცხადებულ განაჩენში ადანაშაულებს.