რუსეთი ამტკიცებს, რომ სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობის მცდელობა აღვკვეთეთ
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) ამტკიცებს, მათ კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტი ქსენია სობჩაკის მკვლელობა აღკვეთეს.
FSB მკვლელობის ორგანიზატორად უკრაინის დაზვერვას ასახელებს. ფსბ-ს ინფორმაციით, 14 ივლისს მათ ნეო-ნაცისტური ჯგუფის Paragraph-88 წევრები მოსკოვსა და რიაზანის რეგიონში დააკავეს, სადაც დაკავებულები თავიანთ სამიზნეებს სამუშაოსა და საცხოვრებელ ადგილებში უთვავალთვალებდნენ.
"საგამოძიებო ღონისძიებების დროს მათ უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით მკვლელობის მცდელობის დაგეგმვა დაადასტურეს, თითოეული მკვლელობისთვის 1,5 მილიონი რუბლის ჯილდოს სახით." - ნათქვამია განცხადებაში.
Insider-ის ინფორმაციით, დაკავებულებისაგან აღიარებითი ჩვენება ფსბ-მ წამების საფუძველზე მიიღო.