განგაში ყირიმის ხიდზე - რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალი პარალიზებულია

განგაში ყირიმის ხიდზე - ქერჩის სრუტეზე მდებარე სტრატეგიული ობიექტის ნაწილი ჩანგრეულია. ერთადერთი მაგისტრალი, რომლითაც ანექსირირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, პარალიზებულია. ხიდის დაზიანება, სავარაუდოდ, გუშინ გახორციელებულ საჰაერო იერიშებს უკავშირდება. დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მათი 14 წლის გოგონა კი მძიმედ დაიჭრა. საოკუპაციო რეჟიმმა მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარებაობა გამოაცხადა. ხიდზე გადაადგილება აკრძალულია.
სწორედ ეს მაგისტრალია რუსი სამხედროებისთვის მომარაგების მთავარი მარშრუტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.
მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობნით ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულა, თუმცა უცხოურ მედიაში ვერსიებს განიხილავენ. BBC
რუს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს,რ ომ ხიდზე აფეთქება უკრაინული მხარის ორგანიზებით მოხდა, თუმცა ოფიციალურ კიევს პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია.
უკრაინული მედია კი წერს, რომ აფეთქება დრონებით მოხდა. მათი ცნობით, სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო საზღვაო ძალებმა დააორგანიზეს.
ყირიმიზე ხიდზე მომხდარ აფეთქბეამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა დააანონსა, რომ ხიდზე მძმე რყევები იყო მოსალოდნელი. ამ განაცხდებიადნ მალევე, ხიდზე 8 აფეთქება მოხდა.