ყირიმის ხიდის აფეთქება - რუსეთი უკრაინას ტერაქტში ადანაშაულებს

17.07.23 12:55
ყირიმის ხიდის აფეთქება - რუსეთი უკრაინას ტერაქტში ადანაშაულებს

რუსეთის ძალოვანმა უწყებებმა ყირიმის ხიდის აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორისტული აქტის მუხლით სისხლის სამართლებრივი საქმე უკვე აღძრა. 

აფეთქების ორგანიზებაში ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. 

გამოძიების თანახმად, 16-დან 17 ივლისის ღამეს უკრაინის სპეცსამსახურების ტერორისტული აქტის შედეგად, დაზიანდა ყირიმის ხიდის ერთი სექცია. გამოძიება უკრაინის სპეცსამსახურების და შეიარაღებული ფორმირებების იმ პირებს  ადგენს, რომლებმაც აღნიშნულ დანაშუალშ მიიღეს მონაწილეობა, - განაცხადა საგამოძებო კომიტეტმა.