უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

17.07.23 14:35
უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვია.

უზბეკეთის მთავრობის მეთაურის ოფიციალური დახვედრა და ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ცნობილია, რომ დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრები.