კრემლი - შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ
რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. შეთანხმების დატოვების მიზეზად კრემლი რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობას ასახელებს.
რუსეთის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა.
პესკოვის მტკიცებით, რუსეთის გადაწყვეტილება, არ გააგრძელოს შეთანხმება, არ უკავშირდება ყირიმის ხიდზე დღევანდელ შეტევას, რადგან კრემლის პოზიცია მანამდეც ცნობილი იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, გარიგების გაგრძელებაზე უარი დღეს ოფიციალურად შეატყობინეს თურქეთს, უკრაინას და გაეროს სამდივნოს.
რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო.