მთავარია ტერორისტული უმაღლესი ხელმძღვანელობის განადგურება - მედვედევი ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტის“ მოწყობაში უკრაინას ადანაშაულებს

რუსეთი ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტის“ მოწყობაში უკრაინას ადანაშაულებს - რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ "ტერორისტები უნდა გაანადგურო".
"მსოფლიო და ჩვენი საკუთარი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შეუძლებელია ტერორისტებთან ბრძოლა საერთაშორისო სანქციებით, დაშინებით თუ შთაგონებით, მათ მხოლოდ ძალაუფლების ენა ესმით, მხოლოდ პირადი და სრულიად არაჰუმანური მეთოდები, ამიტომ აუცილებელია მათი და მათი ნათესავების სახლების აფეთქება. მოძებნეთ და გაანადგურეთ მათი თანამზრახველები. უარი თქვით მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესის უაზრო იდეაზე, მაგრამ მთავარია ტერორისტული უმაღლესი ხელმძღვანელობის განადგურება, რა ბზარებშიც არ უნდა დაიმალონ ეს მწერები" - ამბობს დიმიტრი მედვედევი.
რუსეთის ძალოვანმა უწყებებმა ყირიმის ხიდის აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორისტული აქტის მუხლით სისხლის სამართლებრივი საქმე უკვე აღძრა.
აფეთქების ორგანიზებაში ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.