რუსეთმა უკრაინის სამხრეთს დრონებით შეუტია

18.07.23 09:52
რუსეთმა უკრაინის სამხრეთს დრონებით შეუტია

რუსეთმა უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთს დრონებით შეუტია - უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მიკოლაევის პორტში, ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სამხრეთის ოპერატიული სარდლობის თქმით კი, ოდესაში თავდასხმის შედეგად დაშავდა ხანდაზმული მამაკაცი. 

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებშიც.

ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხეზე საუბრობენ  პოლტავას, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და კიროვოგრადის ოლქებში.

მსგავსი სიახლეები