ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს მიმართავენ, ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს

ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს მიმართავენ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბელარუსი პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რომელიც უკრაინას ომის გამო მიადგა, ასევე უკრაინაში ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის ბელარუსის რეჟიმის ჩართულობით ქვეყნიდან ბავშვების უკანონოდ გაყვანაში.
"ანგარიში ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღოს შესაბამისი ზომები საერთაშორისო დონეზე, რათა მოხდეს, იმ ბელარუსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სამართლებრივი დევნა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდში.
იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უკვე გასცა დაპატიმრების ორდერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ბელოვას მიმართ, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ICC-ს განიხილოს, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაპატიმრების ორდერი.
გარდა ამისა, საბჭომ ასევე უნდა გააფართოოს ევროკავშირის მიერ სანქცირებული ბელარუსი და რუსი პირების სია, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც მონაწილეობს უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში", - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპარლამენტში შესაბამისი დოკუმენტი დღეს, 18 ივლისს დამტკიცდა.