პესკოვი აცხადებს, რომ ოდესაზე იერიშები ყირიმის ხიდის სამაგიეროა

კრემლის პრესპიკერი აცხადებს, რომ ოდესაზე იერიშები ყირიმის ხიდის სამაგიეროა. დიმიტრი პესკოვის განცხადებას რუსული მედია ასაჯაროებს.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, კითხვაზე, არის თუარა ოესაზე იერიშები ყირიმის ხიდის გამო შურისძიება, პესკოვი დადებითად პასუხობს.
18 ივლისს რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის შეირაღაებულმა ძალებმა ჯგუფური, სამაგიერო იერიში მიიტანეს საზღვაო ბაზირების ობიექტებზე, სადაც თითქოს რუსეთის წინააღმდეგ უეკიპაჟო კატერების მეშვეობით რუსეთზე ტერაქტი მზადდებოდა.
ასევე, ოკპანტებმა განაცხადეს, თითქოს ცოტა ხნით ადდრე ნიკოლაევსა და ოდესაში საწვავის საცავი გაანადგურეს, რომლითაც მათი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მარაგდებოდა.