ოკუპირებულ ყირიმში პოლიგონზე ხანძარია
ოკუპირებულ ყირიმში პოლიგონზე ხანძარია.
ე. წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ნახევარკუნძულის კიროვის რაიონში მდებარე სტაროკრიმსკის პოლიგონზე საბრძოლო მასალის საწყობი იწვის.
მისივე განცხადებით, უკრაინის ჯარმა საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყა, გრძელდება დეტონირება, რის გამოც გადაკეტილია მოძრაობა ტავრიდის გზატკეცილზე.
„პოლიგონთან ახლო მდებარე ზონიდან 4 დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუირება არის დაგეგმილი - ეს ორ ათასზე ადამიანზე მეტია“, - განაცხადა აქსიონოვმა.