EU უკრაინის არმიის მხარდასაჭერად €20 მილიარდიანი ფონდის შექმნას გეგმავს - Politico
EU უკრაინის არმიის მხარდასაჭერად €20 მილიარდიანი ფონდის შექმნას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
Politico-ს თქმით, ფონდით უკრაინისთვის იარაღის პირდაპირი მიწოდება არ იგეგმება.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სამხედრო დაფინანსების შესახებ ახალი წინადადება EU-ს ქვეყნებს განსახილველად ორშაბათს უკვე გადაეგზავნა და მას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. Politico-ს ორი წყაროს თქმით, მიზანი შემოდგომისთვის ამ წინადადების მიღებაა.