პუტინის არმიამ ოდესა და მიკოლაევი დაბომბა - არიან დაღუპულები და დაჭრილები

20.07.23 10:38
პუტინის არმიამ ოდესა და მიკოლაევი დაბომბა - არიან დაღუპულები და დაჭრილები

პუტინის არმიამ ოდესა დაბომბა. საჰაერო იერიშიის სამიზნე უკრიანული პორტები აღმოჩნდა. გემები, სადაც აფრიკის ქვეყნებში გასაგზავნი დაახლოებით მილიონი ტონა მარცვლეული ინახებოდა. თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. მძიმე ვითარებაა  მიკოლაევშიც. ქალაქის ცენტრზე მიტანილი იერიშის გამო 18 ადამიანია დაჭრილი, მათ შორის ხუთი ბავშვია.  არიან დაღუპულებიც, ადგილზე სამაშველო სამსახური ამ დრომდე მუშაობს.

"პორტებში, რომელსაც თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება - ეს არის ის მოცულობა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მიეწოდებინათ აფრიკისა და აზიის ქვეყნებისთვის. რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.