რუსეთმა შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს - თეთრი სახლი

20.07.23 12:26
რუსეთმა შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს - თეთრი სახლი

რუსეთმა შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ადამ ჰოჯისმა განაცხადა.

როგორც ჰოჯისი აცხადებს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.

"ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის პორტების მისადგომებთან რუსეთმა დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმების უკრაინისთვის გადასაბრალებლად", - ამბობს ჰოჯი.  

მისი თქმით, შავ ზღვაში აღნიშნული კოორდინირებული ძალისხმევის გარდა, რუსეთი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა უკრაინის მარცვლეულის საექსპორტო პორტებს ოდესაში, რის შედეგადაც განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა და 60 000 ტონა მარცვლეული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება სამშაბათს, 18 ივლისს დატოვა. 

მსგავსი სიახლეები