ოდესაში, რუსების მიერ დაბომბილი შენობის ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ოდესაში, რუსების მიერ დაბომბილი შენობის ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ოდესის რეგიონის პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, ცხედარი დანგრეული ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომელს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ოდესის რეგიონში ადმინისტრაციული შენობა 20 ივლისს გამთენიისას დაბომბეს. დაბომბვის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 15 წლის ბიჭი. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია.