პრიგოჟინი რომ ვიყო, საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი, პუტინი ანგარიშსწორების მოციქულია - უილიამ ბერნსი

21.07.23 10:35
პრიგოჟინი რომ ვიყო, საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი, პუტინი ანგარიშსწორების მოციქულია - უილიამ ბერნსი

"პრიგოჟინი რომ ვიყო, საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი, პუტინი ანგარიშსწორების მოციქულია" - ამის შესახებ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

ბერნსის თქმით, "ვაგნერის" ხელმძღვანელის მოკვლა შესაძლებელია, მაგალითად, მისი მოწამვლის გზით.

ბერნსის განცხადებით, რუსეთის ელიტაში და მის ფარგლებს გარეთ ახლა ბევრი უკმაყოფილებაა და დაზვერვის სამსახური არ კარგავს შესაძლებლობას ამით ისარგებლოს.