45 გრადუსი სიცხე და ქარი - საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ათენის დასავლეთით მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. მომატებული ტემპერატურის გამო ქვეყნის პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ მომდევნო დღეები საყურადღებო იქნება.
45 გრადუს სიცხესთან ერთად ნავარაუდევია ქარიც, რაც ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მაშველებისთვის დამატებითი ბარიერის შემქმენლი იქნება. "როიტერის" ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის ოთხ რეგიონშია, მათ შორის, აგიოს სოტირასშიც.
ხანძრის ქრობის პროცესში
საფრანგეთის, იტალიის და ისრაელის სამაშველო ტექნიკა არის ჩართული