F-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა - კირბი

უკრაინა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიიღებს - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა მეტი საარტილერიო ჭურვები სჭირდება.
"F-16-ები უკრაინაში დიდი ალბათობით წლის ბოლომდე ჩავა. მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ მხოლოდ F-16-ები შეძლებენ სიტუაციის შეცვლას [ბრძოლის ველზე]", - თქვა კირბიმ.