რუსეთში იგორ გირკინი დააკავეს

21.07.23 16:18
რუსეთში იგორ გირკინი დააკავეს

რუსეთში უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა RBC.RU  ავრცელებს

სტატიაში ნათქვამია, რომ გირკინის სახლში საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს და შემდგომში ის აიყვანეს.

ცნობილია, რომ გირკინი ბოლო ხანებში რუსეთის წარუმატებლობის გამო ვლადიმერ პუტინის გაკრიტიკება დაიწყო და ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ პუტინს პოსტი უნდა დაეტოვებინა.

მსგავსი სიახლეები