უსაფრთხოება და "უკანონო" სანქციებთან ბრძოლა - ლუკაშენკო პუტინს ეწვევა

ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავა. ამის შესახებ ცოტა ხნით ადრე თავდ ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში პტინი ად ლუკაშენკო შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის ქალაქი და ადგილი გასაიდუმლოებულია. „განსახილველი ბევრი საკითხი იქნება“ - იტყობინება ლუკაშენკოს პრესსამსახური.
განსახილველ თემებს შორის უსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო პოლიტიკა, ეკონომიკა, მოკავშირეობრივი პროგრამების რეალიზაცია და „უკანონო“ სანქციების ზეწოლასთან ბრძოლა იქნება.