ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს - დაღუპულია მოზარდი და-ძმა

21.07.23 18:04
ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს - დაღუპულია მოზარდი და-ძმა

რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქის სოფელი "დრუჟბა" დაბომბეს. ოკუპანეტბის იერიშებს  2 ბავშვი ემსხვერპლა. 

დღის სამი საათისთის რუსებმა არტილიერიიდან სოფელი დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი ეზოში ჩავვარდა, სადაც 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა იმყოფებოდნენ. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღეს, - განაცხადა დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პაველ კირილენკომ. 

ამასთან იერიშების შედეგად შუახნის ქალი დაშავდა. ის ამ დროისათვის საავადმყოფოში იმყოფება.