"ყირიმის ხიდი უკრაინის სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს" - ზელენსკი

22.07.23 10:16
"ყირიმის ხიდი უკრაინის სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს" - ზელენსკი

უკრიანის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ  ყირმის ხიდი გასანეიტრალებელია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანექსირებულ ტერიტორიაზე მოწყობილ უკანონო მშენებლობას სამხედრო ობიექტი უწოდა, რომელიც უნდა დაინგრეს.

უკრაინული გამოცემა წერს, რომ ომში მყოფ პრეზიდენტს ხიდი არა პატარა ლოჯისტიკურ გზად, არამედ რუსი სამხედროების დამხმარე საშუალებად მიაჩნია, რომლის მეშვეობითააც პუტინის არმია ყირიმში პოზიციებს იძლიერებს.

"ქერჩის ხიდი არ არის პატარა ლოჯისტიკური გზა, გამოიყენება საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის და ყირიმის მილიტარიზაციისთვის.ჩვენთვის ნათელია, რომ ეს მტრის ობიექტი აშენებულია საერთაშორისო სამართლის საზღვრებს გარეთ, ამიტომ ცხადია, რომ ეს არის ჩვენი სამიზნე და ნებისმიერი სამიზნე, რომელიც ატარებს ომს და არა მშვიდობას, უნდა განეიტრალდეს" - თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები