სანამ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება ხელმოწერილი არ არის, ომი მოსალოდნელია - ფაშინიანი

ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის და ასევე რატიფიცირებული ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ, ომი მოსალოდნელია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა Agence France-Presse-თან ინტერვიუში განაცხადა.
ფაშინიანმა აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში გენოციდის განხორციელებაში და იქ „გეტოს“ შექმნაში დაადანაშაულა.
"ამას ემატება აზერბაიჯანის აშკარა აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენა, დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია, სადაც ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი არ არსებობს. ახალი ესკალაციები, ახალი ომები ყოველთვის შესაძლებელია, რაც არ ნიშნავს რომ ეს გარდაუვლად მოხდება, თუმცა არც იმას ნიშნავს, რომ არ მოხდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფაქტიურად ყოველდღე ხდება". - თქვა ფაშინიანმა.