აშშ უკრაინისთვის 400 მლნ დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს - Reuters
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის 400 მლნ დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს.
მასში არტილერია, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და სხვა ტექნიკა შევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც Reuters-ს ორმა ოფიციალურმა წყარომ განუცხადა, აშშ-ს ახალი დახმარების პაკეტი არ შეიცავს კასეტურ საბრძოლო მასალას.
„უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორები Stryker, სარაკეტო კომპლექსები NASAMS, საარტილერიო კომპლექსები HIMARS, Patriot, Stinger და ასევე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის TOW და Javelin გადაეცემა“, - ნათქვამია განცხადებაში.