მე ვარ ხელოვნური ინტელექტი, რომელიმე თქვენგანი თუ ფიქრობს, რომ ლინკოლნი ვარ, ხელოვნურ ინტელექტს დააბრალეთ - ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე შვიდი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას იხუმრა და თქვა - მე ვარ ხელოვნური ინტელექტი. რომელიმე თქვენგანი თუ ფიქრობს, რომ მე ლინკოლნი ვარ, ხელოვნურ ინტელექტს დააბრალეთ.
აშშ-ის ლიდერმა გამოაცხადა, რომ შვიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.