„ვაგნერი“ რომ უკრაინაში ბრძოლას გამოეთიშა, ეს რუსეთს გარკვეული საფასური დაუჯდება - ჯეიკ სალივანი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ ის, რომ „ვაგნერი“ ამჟამად უკრაინაში არ იბრძის, ნიშნავს, რომ ბრძოლას გამოეთიშა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი კადრი და ეს რუსეთს გარკვეული საფასური დაუჯდება.
„ვერ გაგცემთ მკაფიო პასუხს, სად არის „ვაგნერის“ მომავალი, აქ თუ იქ. ვიტყვი შემდეგს, ამჟამად „ვაგნერი“ არ იბრძვის უკრაინაში. „ვაგნერის“ ელემენტები, ფაქტობრივად, გადავიდნენ ბელარუსში. სხვა ელემენტები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შორს აპირებენ წასვლას. „ვაგნერის“, როგორც საბრძოლო ძალის დაკარგვა ნიშნავს, რომ ბრძოლას გამოეთიშა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი კადრი, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმ მოკრძალებულ პროგრესზე, რასაც რუსეთმა მიაღწია თავისი ბოლო კონტრშეტევისას. ასე რომ, ეს რუსეთს გარკვეული საფასური დაუჯდება“, – განაცხადა სალივანმა.