სუმის რაიონში დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა
სუმის რაიონში დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
"წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს", - აცხადებს სუმის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაცია.