უკრიანის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ყირიმზე იერიში მიიტანეს
უკრიანის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ, რომ ანექსირებულ ყირიმზე იერიში უკრაინამ მიიტანა.
გამოცემა უნიანი, უწყების სტრატკომზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დამცველებმა სამიზნეებად რუსული საბრძოლო მასალის საწყობი, აეროდრომი და ნავთობსაცავი შეარჩიეს. იერიში დრონებით განხორციელდა. რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა მოსახლოების ევაკუაცია გამოაცხადა. ხანძრიდან 5 კილომეტრის რადიუსიდან ყველა გაიყვანეს.
"უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის ნავთობის საცავი და საწყობები დროებით ოკუპირებულ ოქტიაბრსკში (ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის კრასნოგვარდეისკის ოლქი). დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!" - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი Telegram-ზე.
ეს მას შემდეგ, რაც ზელენსკიიმ დაანონსა რომ ყირმის ხიდი, რომელიც ანექსირებულ ტერიტორიას რუსეთთან აკავშირებს, გასანეიტრალებელია.