უკრაინაში RIA Novosti-ს კორესპონდენტი დაიღუპა

22.07.23 20:20
უკრაინაში RIA Novosti-ს კორესპონდენტი დაიღუპა

უკრაინაში RIA Novosti-ს კორესპონდენტი, როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა.  ჟურავლიოვი ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეში  კასეტური საბრძოლო მასალის ფრაგმენტების მოხვედრის შემდეგ გარდაიცვალა. 

ჟურნალისტის დაღუპვა დაადასტურა კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმაც, რომელმაც Telegram-ზე დაწერა, რომ უკრაინელების მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შედეგად სხვა ჟურნალისტებიც დაშავდნენ.

"ყველა გვახსოვს და ყველაფერს დავიმახსოვრებთ". - დაწერა სიმონიანმა.

სააგენტოს ცნობით, დაიჭრა მათი ფოტოჟურნალისტი კონსტანტინ მიხალჩევსკიც.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, დაშავებულები არიან „იზვესტიის“ კორესპონდენტი რომან პოლშაკოვი და ოპერატორი დმიტრი შიკოვი, ხოლო მათ შორის, ვინც ცეცხლის ქვეშ მოექცა, იყვნენ TASS-ისა და ტელეკომპანია „როსიის“ კორესპონდენტები.

მსგავსი სიახლეები