მოსკოვში, ელიტარულ დასახლებაში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა (ვიდეო)

22.07.23 22:11
მოსკოვში, ელიტარულ დასახლებაში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა (ვიდეო)

სპეცოპერაცია მოსკოვში ელიტარულ დასახლება "შერვუდში"  - შენობაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. სამხედრო ფორმაში მყოფი კაცი ამტკიცებდა რომ დიდი რაოდენობით იარაღი ჰქონდა და კრემლი უნდა აეღო. 

შეტყობინება პოლიციაში კერძო დაცვის სამსახურმა გააკეთა, რომელიც ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსის იცავდა. 

ადგილზე შეკრებილი ჟურნალისტები იტყობინებიან რომ ისმოდა მიჯრით სროლის ხმა. შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლად აიყვანა ერთი პოლიციელი. 

სპეცრაზმმა შტურმი განახორციელა, მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.

მსგავსი სიახლეები