ლუკაშენკო ხვალ პუტინს შეხვდება - რაზე ისაუბრებენ დიქტატორი ლიდერები?

ალექსანდრე ლუკაშენკო პეტერბურგშია. ბელორუსის ლიდერი ხვალ ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვდეს. რუსეთის პრეზიდენთან საუბრის მთავარი თემა უსაფრთხოება და კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობაა.
ეს იქნება პუტინისა და ლუკაშენკოს პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხი მოაწყო. ბელორუსის ავტორიტატი ლიდერი პრეზიდენტ პუტინს, დიდი ალბათობით, "ვაგნერის" მეთაურის შესახებაც მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც ახლა უახლოეს გარემოცვასთან ერთად მინსკშია.