რუსეთის ფსბ-თან კავშირში მყოფი, სანქცირებული რუსი ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს
აშშ-ს მეირ სანქცირბეული რუსი ბიზნესმენი, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის უსაფრთხეობის სამსახურთან თანამსრომლობდა, საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 40 წლის ანტონ ჩერეპენნიკოვის გარდაცვლაების მიზეზად გულის გაჩერება სახელდება.
ჩერპენნიკოვის ICS Holding-ი უამრავ ტექნოლოგიურ კომპანიას აერთიანებს, რომელთა შორის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სისტემების მწარმოებლებიც არიან. აღნიშნულ სისტემას სპეციალური სამსახურები მათ შორის, ტელეფონების მოსასმენადაც იყენებენ.
ცნობილია, რომ ICS Holding-ი ასევე, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან არის დაკავშირებული.