სტოელტენბერგმა ზელენსკის თხოვნით ნატო-უკრაინის საბჭო მიიწვია

23.07.23 14:20
სტოელტენბერგმა ზელენსკის თხოვნით ნატო-უკრაინის საბჭო მიიწვია

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვოლოდიმერ ზელენსკის თხოვნა დააკმაყოფილა და ნატო - უკრაინის საბჭოს სხდომა მოიწვია.  შეხვედრა ელჩების დონეზე ოთხშაბათს, 26 ივლისს ჩატარდება. მოლაპარაკებების დროს განხილვის თემა უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ტრანსპორტირების საკითხები იქნევა.

მარცვლეულის შეთახმებიდან რუსეთი გასულ კვირას გავიდა. აგრესორი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტრომ დააანონსა, რომ უკრაინული მარცვლეულით სავსე გემებს თავს დაესხმებიან, რადგან ამ ხომალდებს კრემლი იარაღის მატარებლად განიხილავს.