"ვაგნერელებს პოლონეთზე თავდასხმა სურთ" - რაზე ისაუბრეს ლუკაშენკომ და პუტინმა

23.07.23 15:28
"ვაგნერელებს პოლონეთზე თავდასხმა სურთ" - რაზე ისაუბრეს ლუკაშენკომ და პუტინმა

ალექსანდრე ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ პრიგოჟინს  პოლონეთზე თავდასხმა სურს.  ეს ამბავი ბელორუსის ლიდერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაამხილა. ლუკაშენკოს ცნობით, ვაგნერის დაქირავებული  მებრძოლები მას  "მოსვენებას არ აძლევენ".  ბელორუსის ავტორიტარმა მმართველმა პეტერბურგში ჩაიტანა რუკებიც და რუსს დიქტატორს პოლონელი სამხედროების გადაადგილება აჩვენა.


ვაგნერი მიერ დაქირავებული მებრძოლები მოსვენებას არ გვაძლევენ. მათ დასავლეთისკენ დაძვრა სურთ. ამბობენ, მოდი წავიდეთ ექსკურსიაზე ვარშავასა და ჟენევაში, - თქვა ლუკაშენკომ რუს დიქტატორთან შეხვედრაზე. 
 

პუტინი კი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მისი თქმით,  ეკონომიკური ზარდაა ბელარუსში და დაგეგმილია, რომ იგივე რუსეთშიც შეინიშნოს. 

ჩვენი ყველა გეგმა ხორციელდება და იმაზე უკეთესი გეგმითაც კი, ვიდრე ველოდით. მინდა აღვნიშნო როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ეკონომიკის კარგი მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს ოდნავ დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ასევე კარგი მაჩვენებელია ეს ჩვენთვის. იმედი გვაქვს, ეკონომიკის ეს ზრდის მაჩვენებელი 2%-ზე მეტი იქნება, - განაცხადა შეხვედრაზე პუტინმა. 

პუტინმა ასევე უკრაინელების "დანაკარგზეც" ისაუბრა. რუსი დიქტატორი ამტკიცებდა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების დანაკრგმა 26 ათასს გადააჭარბა, თუმცა მისი თქმიტ, განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა, დაქირავებულ მებრძოლებთან დაკავშირებით. 

კონტრშეტევა არ არსებობს. ის არსებობს, მაგრამ ჩავვარდა. სპეცოპერაციაში განსაკუთრებით დიდ დანაკარგებს თავიანთი სისულელეების გამო უცხოელი დაქირავებული მებრძოლები განიცდიან. იმ ქვეყნების საზოგადოება, რომელტა მტავორბებიც ხალხს საბრძოლო მოქმედებების ზონაში აგზავნიან, უნდა იცოდნენ, რა ხდება იქ, - თქვა პუტინმა. 

ლუკასენკოს და პუტინის აუდიენცია სანქტ-პეტერრბუგრსი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა.