რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი ომის დანაშაული! - პრეზიდენტი ოდესის დაბომბვაზე

23.07.23 16:34
რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი ომის დანაშაული! - პრეზიდენტი ოდესის დაბომბვაზე

ოდესაზე ოკუპანტი ქვეყნის იერიშებს საქართველოს რპეზიდენტი გმობს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს. 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმებს არღვევს. 

რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი ომის დანაშაული! უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, ოდესასა და მის მშვიდობიან მოქალაქეებზე, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას, - წერს საქართელოს პრეზიდენტი.