ემზადება თუ არა პუტინი პოლონეთზე თავდასხმისთვის?

23.07.23 20:12
ემზადება თუ არა პუტინი პოლონეთზე თავდასხმისთვის?

 

 

ემზადება თუ არა პუტინი პოლონეთზე თავდასხმისთვის? - ლუკაშენკოს ფრაზამ, რომ "ვაგნერის" დანაყოფის შეჩერება უჭირს, გააჩინა მოლოდინი, რომ პოლონეთის სამხედრო აეროდრომზე შეტებისთვის რეალურად არა პრიგოჟინი, არამედ კრემლის დიქტატორი ემზადება. ეს ის აეროდრომია, რომლის მეშვეობითაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით და იარაღით ამარაგებენ.

ყურადღების ცენტრში რჩება ოდესა და ფერიცვალების ტაძარი.  "იუნესკოს" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ჭერის ნაწილი აღარ აქვს, დანგრეულია საკურთხეველიც. მრევლი დილიდან ოდესის ყველაზე დიდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხატების ნარჩენებს ეძებს და ტაძარს ნანგრევებისგან ასუფთავებს.

ზელენსკი კი ახალ გარანტიებს ითხოვს. პრეზიდენტი უკრაინული ცის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.  ოდესის ეკლესიაზე რაკეტებით მიტანილი შტურმის შემდეგ არცერთი სიტყვა არ უთქვამს საქართველოს საპატრიარქოს. 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები