დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზეც

24.07.23 10:42
დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზეც

დრონებით შეტევა განხორციელდა, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზეც. იერიში მიიტანეს საბრძოლო მასალების საწყობზე.

რეგიონის ე.წ. მეთაური სერგეი აქსიონოვი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ დრონი მოხვდა ჯანკოის რაიონში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობს. აქსიონოვი ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა  11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.