რუსებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

24.07.23 10:48
რუსებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

გვიან ღამით, ოკუპანტებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.  ოდესის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბრაჩუკი ამბობს, რომ  განადგურდა მარცვლეულის საცავი.

მტერი რეგიონის სამხრეთს თავს კამიკაძე-დრონებით დაესხა. საჰაერო ძალებმა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს, თუმცა, სამწუხაროდ დარტყმები მაინც გრძელდება". - წერს ბრაჩუკი. 

ოფიოციალური უწყებების ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის 3 დრონი გაანადგურეს, რომლებიც თავს დუნაის პორტის ინფრასტრუქტურას დაესხნენ. 

აქაც განადგურდა მარცვლეულის მარაგები, დაზიანდა სხვა ტვირთის შესანახი რეზერვუარები. 

მსგავსი სიახლეები